მესია


მესია
(ებრაული გამოთქმით - ,,მაშიახ“), რაც ბერძნულად ,,ხრისტოსად“, ,,ქრისტედ“ ითარგმნება, ქართულად - ,,ცხებული“. სწორედ მესია, ე.ი. ქრისტე ანუ ცხებული, ვითარცა ყოვლადსრული და საყოველთაო მეფე, აღასრულებს ხილული და არახილული სამყაროს იდეალს, - აღადგენს დაცემულ ადამს და განაახლებს ცისა და მიწის კავშირს. ასე რომ, პიროვნება, ვისაც უგალობდა დავითის ქნარი, იქნება არა მხოლოდ ცხებული, არამედ - მხსნელიც. ,,მხსნელს“ ებრაულად ეწოდება ,,იეშუა“, ბერძნული ტრანსკრიფციით - ,,იესუ’’, ,,იესო“, რომელიც ამავე ენაზე ითარგმნება ,,სოტერად“, ლათინურად - ,,სალვატორ“, რუსულად - ,,სპასიტელ’’, ძველი ქართული ტრადიციით - მაცხოვარი. მაშასადამე, განკაცებული ღმერთი, ვით სანუკვარი მეფე, წარმომდგარი იუდას ტომისაგან, სახელდობრ - დავითის შთამომავალი, იქნება ცხებული მხსნელი ანუ ქრისტე იესო. კაცობრიობას მხსნელი რჩეული ერის წიაღიდან მოევლინება. ერთსა და იმავე დროს იგი ღმერთიც იქნება და კაციც. იგი სამსხვერპლოზე მიიტანს თავის თავს, რითაც შეარიგებს კაცთა მოდგმას ღმერთთან და, უშუალო წინაპრის დავითის მსგავსად, დათრგუნავს გოლიათს ანუ წუთისოფლის საცთურს, ე.ი. ეშმაკს და მის სამეფოს - ჯოჯოხეთს.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "მესია" в других словарях:

  • იუდაიზმი — • მონოთეისტური რელიგიაა; აღიარებს ერთადერთ ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, რომელსაც მრავალი ეპითეტით ვუხმობთ: იაჰვე (დამახინჯებული ფორმაა ,,იეღოვა’’), ადონაი, ელი, საბაოთ და სხვა. იუდაიზმის თანახმად, ღმერთი არის არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთსახოვანიც.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.